+995 599 95 15 24

ვინტაჟური სტილის ინტერიერი

მთავარი / ვინტაჟური სტილის ინტერიერი

  • ქმნი ერთი ფერის გამას – ნათელს, დახვეწილს, მშვიდს… ძირითადად არჩევ ბაცი ფერებიდან, იქნება ეს: ბეჟი, ნაცრისფერი, ქვიშისფერი, კრემისფერი. შეგიძლია შეარჩიო ღია ვარდისფერი, ცისფერი ან იასამნისფერიც;
  • იყენებ ძველ-მოდურ, ან ხელოვნურად დაძველებულ ავეჯს;
  • კარგი იქნება, თუ უპირატესობას ბუნებრივ მასალას მიანიჭებ – ხეს, ორგანულ ქსოვილებს, იშვიათად ქვას, ან ჭედურ ელემენტებს;
  • ვინტაჟის სტილში წარსულის ტრენდებს ირეკლავ, პირობითად ყველაფერს რაც 30 წელზე მეტს და 60 წელზე ნაკლებს ითვლის;
  • ოთახის დიზაინი ერთდროულად მარტივი და მომხიბვლელია. ნახეთქები, სიძველის ნიშნები სიმყუდროვის, სიმშვიდისა და ნოსტალგიის შეგრძნებას ტოვებს;
  • შეგიძლია ძველი და ახალი გააერთიანო, თუმცა აქცენტირება რამდენიმე სახასიათო ნივთზე გააკეთე, რომელიც განსაკუთრებულ ისტორიას, წარმომავლობას, ან ცნობადობას ატარებს.
  • გამოიყენება ბუნებრივი მასალა: ხე, ქსოვილი;
  • რაც მეტია ტექსტურა მით უკეთესი;
  • ნებისმიერი ცვეთის ნიშანი – ნაკაწრი, ბზარი, ნახეთქი ორგანულად გამოიყურება;
  • გაფორმებისას, გამოიყენეთ ჭედური ელემენტები, ხის, ბრინჯაოს ან სპილენძის ფურნიტურა/აქსესუარები;
  • ავეჯის მაგალითები: კომოდი მოჩუქურთმებული სახელურებით, რბილი სკამები, დივანი ხის ელემენტებითა და მომრგვალებული ფეხებით, მაღალზურგიანი სავარძელი და მასიური სასადილო მაგიდა, საწოლი მოჩუქურთმებული, ან ჭედური თავით, სარწეველა სავარძელი, სკივრი…
  • დეკორში ჭარბობს სპილენძის, კერამიკის ან ხისგან დამზადებული ნივთები;
  • კედლები შეგიძლია გააფორმო შავ-თეთრი ფოტოებით, მოჩუქურთმებულ ხის ჩარჩოებში ჩასმული ორნამენტებითა და ნახატებით;
  • ვინტაჟი ყვავილების გარეშე წარმოუდგენელია, როგორც ბუნებრივი, ისე დეკორატიული;
  • განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის ანტიკვარული საათები, ლამფები, შანდლები, ვაზები, წიგნები, ჩარჩოები;
  • ყუთები, წიგნის ყდები, უჯრები ან ავეჯის ზედაპირი შეგიძლია დეკუპაჟის ტექნიკით გააფორმო.
  • დახვეწილ ხის ჩარჩოში ჩასმული დიდი სარკე ნებისმიერ ოთახს გამოაცოცხლებს.
  • ვინტაჟს განსაკუთრებით უხდება ხალიჩები, რაც უფრო ძველებური იქნება, მით უკეთესი. 

სერვისები

სოციალური ქსელები

This site is registered on wpml.org as a development site.